spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანზორ მელია – ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, აქ სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს სასწრაფო დახმარების არათუ ერთი, რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ, სადაც  შიმშილობის მასობრივი აქცია იმართება,  ნიკა მელიას მამამ  ანზორ მელიამ განაცხადა. 

 

ის მოშიმშილეების მოსანახულებლად მივიდა და განაცხადა, რომ მათ  ჯანმრთელობის პრობლემები უკვე აქვთ.

 

“შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ.

 

არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს”,- განაცხადა ანზორ მელიამ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ პარტიის გაშლილ 12 კარავში  200-მდე ადამიანი შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები