ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის ანზორ მელიას წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ის, ზუგდიდიდის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, მისთვის ზუგდიდი და ზუგდიდებელი ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ასეც გაგრძელდება.
“მე უზუგდიდოდ ერთი წუთიც არ მიცოცხლია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზუგდიდი არ უნდა შევარცხვინო.
ხომ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისში როცა გადადიან და წარმატებას აღწევენ, ავიწყდებათ, საიდან არიან, მე ყოველეთვის ხაზს ვუსვამდი, რომ მე ზუგდიდელი ვარ.
ეს თვისებები ზუგდიდმა გამომიმუშავა – ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ნათესავებმა, ჩემმა მასწავლებლებმა” – აღნიშნა მელიამ.