spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფგან მუხთარლი – ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, ის მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. 

 

პოლიციაში გვიან ღამემდე ჰკითხავდნენ მის ახლობელს, ავთანდილ მამედოვს. ის არ გამორიცხავს, რომ ბლოგერის სიკვდილი აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებს უკავშირდებოდეს. 

 

მამედოვის განცხადებით, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბახიკანოვი უყვებოდა, რომ თბილისში ჩხუბი მოუვიდა აზერბაიჯანელების ჯგუფთან და ვარაუდობდა, რომ ეს ხალხი აზერბაიჯანის მთავრობამ მიუგზავნა.

 

მამედოვი ყვება, რომ ის რამდენიმე დღის გაბმავლობაში ცდილობდა მეგობართან დაკავშირებას, მოგვიანებით კი გაიგო, რომ ის სახლში გარადაცვლილი იპოვეს, თუმცა გარდაცვალების ვერსიად შენობიდან გადმოვარდნაც სახელდება. 

 

მისივე განმარტებით, ბლოგერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რადგან აზერბაიჯანის მთავრობა მას სდევნიდა და სამშობლოში დაკავებულიც იყო.

 

მომხდარზე ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლიც ავრცელებს:

 

“აზერბაიჯანელი მიგრანტი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. 12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრები ემიგრანტი, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა და მას გადაურჩა. ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან. დღეს გაირკვა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს მის ბინაში.

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე. ჰუსეინმა მეგობრებს განუცხადა, რომ თავდამსხმელებს თავდაპირველად სურდათ მისი პრივატიზება.

 

ბოლო ინფორმაციის თანახმად, ჰუსეინ ბაკიხანოვი გადმოაგდეს მაღალსართულიანი შენობიდან, სადაც ის ცხოვრობდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ჰუსეინი სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი. ვთხოვ ქართულ მედიას, ყურადღება მიაქციონ საკითხს”- წერს მუხთარლი სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები