ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიების ფარგლებში 100-მდე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ ქალბატონს სისხლის მიმოქცევის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭირო მომსახურებები გაეწია.
სამინისტრო მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.