აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოსა“ და სს – „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორმა სალომე დოლიძემ და სს – „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ დირექტორმა რაულ კახაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, სს – „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ უზრუნველყოფს, სსიპ – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა“ და ა(ა)იპ – „სულიერების ცენტრის“ ერთობლივად ორგანიზებულ როდოსის საერთაშორისო ბანაკში მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 50 ბავშვის ტრანსპორტირებას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოში წამყვან კერძო კომპანიებს. მადლობას ვუხდი სს – „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ და მის დირექტორს ბატონ რაულ კახაძეს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის, რომელიც სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების როდოსის საერთაშორისო ბანაკში ტრანსპორტირებას.
სს – „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ იქნება კარგი მაგალითი სხვა კერძო კომპანიებისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კერძო კომპანიებიც ჩაერთვებიან მსგავსი პროექტების იმპლემენტაციაში, რათა მჭიდრო პარტნიორობით და ერთობლივი ძალისხმევით, უფრო ეფექტურად განვახორციელოთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი ღონისძიებები“, – აცხადებს დავით ფაცაცია.