spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტი საინფორმაციო სააგენტო Frontnews.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

 

“საინფორმაციო სააგენტომ Frontnews-მა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია (https://frontnews.ge/ge/news/details/18131) იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო „სასამართლომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ქეთევან ბაკარაძის მიმართ ცილისმწამებლური დოკუმენტის უარყოფა დაავალა“.

 

სამწუხაროდ, ინფორმაცია დამახინჯებულად არის წარმოდგენილი. მკითხველს ექმნება არასწორი შთაბეჭდილება, თითქოს „ცილისწამებლური დოკუმენტის უარყოფა“ მთლიანად უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დაევალა.

 

რამდენადაც ჩვენთვის დანამდვილებით არის ცნობილი, საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს მხოლოდ სამი დეპუტატის ხელმოწერით გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც გახდა სასამართლოს განსჯის საგანი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

Front News-მა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის  ქეთევან  ბაკარაძის ადვოკატზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ  ქეთევან  ბაკარაძის მოთხოვნა დააკამაყოფილა და მისი მისამართით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებად და ღირსების შემლახველად ცნო. 

 

“სასამართლომ აღიარა ეს დოკუმენტი ცილისწამებად და უმაღლესი საბჭოს ამ კონკრეტულ წევრებს დაავალა, რომ მათი უარყოფა მოახდინონ იგივე გზით, როგორითაც გაავრცელეს. მათ უნდა მიმართონ აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და უარყონ მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტი”, – განაცხადა უჩა ქირიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები