აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.
“უდიდესი პატივია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან შეხვედრა და მისი ლოცვა-კურთხევით ღონისძიებების განხორციელება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.