აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
“აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან ჩვენი ვიზიტები გრძელდება. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას ვაცნობთ დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ პროგრამებს და სამომავლო გეგმებს, ასევე ვისმენთ მათ საჭიროებებს და ვახდენთ თითოეული პრობლემის იდენტიფიცირებას”, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.