spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები მეორე დღეა, რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან

აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, მეორე დღეა, რეგიონებში იმყოფებიან და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას პირადად ეცნობიან.

„ვიმყოფებით დასავლეთ საქართველოში, ვეცნობით დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს, ვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, რათა მყისიერად და ოპერატიულად შევძლოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა“, – განაცხადა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ.

დღეს აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მორიგი შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გამართეს. მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

„შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სწავლობს სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიმყოფებით რეგიონებში, მოვიარეთ კომპაქტურად ჩასახლებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის ყველა ლოკაცია. ვსწავლობთ როგორც ახლანდელ პრობლემებს, რომელიც სტიქიამ შექმნა, ასევე იმ პრობლემებს, რაც აქამდეც ჰქონდათ. დახმარება სჭირდებათ ამ ადამიანებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, – განაცხადა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ.

სამუშაო ჯგუფის წევრები, სწრაფი კოორდინაციის მიზნით, ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები