spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს გააცნეს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, პროექტები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ადგილზე გაეცნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს, მოისმინეს მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განახორციელებს.

 

“აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებთან შეხვედრების შედეგად და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რიგი კრიტიკული საკითხების მოგვარება უკვე შევძელით და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, ადგილობრივი ხელისუფლების მზაობით და აქტიური ჩართულობით, მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები