spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართა.

 

აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავამ სტუმრებს სამინისტროს კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამის  ფარგლებში მიმდინარე პროგრამები გააცნო, ხოლო აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის მიზანს ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარება და მხარდაჭერა, უკვე არსებული შედეგების გაცნობა, ასევე კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სამომავლო საქმიანობის პროცესში, სიახლეების შეტანა წარმოადგენდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები