spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ სტამბოლში, აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ღონისძიება სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა.

 

შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება აფხაზეთის მთავრობისა და სტამბოლის აკადემიური წრეების ერთობლივი თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მონაწილეებს რუსული ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

 

თავის მხრივ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ყურადღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გაამახვილა.

 

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაჰიის დულმუფინარის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტამბოლის გელიშიმის კერძო უნივერსიტეტის, ახლო აღმოსავლეთის ევრაზიისა და აზია-წყნარი ოკეანის კვლევების ცენტრის (ODAP), სტამბოლის ნიშანთაშის კერძო უნივერსიტეტისა და საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთი მინისტრის აპარატისა და სტამბოლში საქართველოს  გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები