ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდნენ, დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მეცნიერულ მუზეუმ “ექსპერიმენტორიუმში“ გაიმართა და მასში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე დევნილი ოჯახების ბავშვები მონაწილეობდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას სხვადასხვა არაფორმალური, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობის მეშვეობით.