აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 32 წელი გავიდა.
პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ მოხდა, რაც სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი კონტინგენტი შევიდა.
სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
აფხაზეთის ომში დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.