რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. ანსამბლი „აფხაზეთი“ მაყურებლის წინაშე კონცეპტუალურ-ფოლკლორული პროგრამა “ქორეონიკონის“ განახლებული საკონცერტო ნომრებით წარდგა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდება.