აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 21-ე დეპუტატი შოთა ხეცურიანი ერთ-ერთი ფრაქციის სხდომის მსვლელობისას გარდაიცვალა.
დეპუტატი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის სხდომას ონლაინ-ერთვებოდა.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შოთა ხეცურიანი 1929 წლის 10 მაისს ცაგერის რაიონის სოფელ ლარჩვალში დაიბადა.
გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და მრავალი სტატია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. შოთა ხეცურიანი აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკია.