spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აპრილის ბოლოს თბილისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება

საქართველოში ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას თქმით, აპრილის ბოლოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს.

როგორც ელჩი twitter-ზე წერს, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ევროკავშირის მედიაციით გამართული პოლიტიკური დიალოგი განიხილება.

"აპრილის ბოლოს თბილისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრილიუს ლანდსბერგის ვიზიტი იგეგმება. ვიზიტის დღის წესრიგში იქნება, უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალისხმევა ლიეტუვისა და საქართველოს თანამშრომლობით, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკური დიალოგი", – წერს კალინდრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები