აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება.
მშობლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საჭირო მედიკამენტის შემოტანის და დაფინანსების მოთხოვნით აქცია-მსვლელობას მართავენ, რის შემდეგაც კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან დაბრუნდებიან, სადაც თითქმის ერთი კვირაა, ღამეებს ათევენ.
აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განცხადებები გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო უარს არ ამბობს მედიკამენტის დაფინანსებაზე, თუმცა საჭიროა, რამდენიმე თვე დალოდება.
მან ასევე, მშობლებს მოუწოდა, პოლიტიკოსებს თავი არ გამოაყენებინონ.