კრაკოვეცი: სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “კრაკოვეცთან” კარვების ბანაკში მყოფი აქტივისტები Front News-ის კორესპოდენტთან ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოლოდინსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო არშეშვების შედეგებზე საუბრობენ.
“მე ვალდებული ვარ, შვილების წინაშე. დღეს იწერება ახალი ისტორია ახალი ადამიანებით. მათით, ვინც აქ და საზღვრის მეორე მხარესაა”, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს უკრაინაში არ შეუშვებენ, ბოლომდე იბრძოლებს.
თავის მხრივ, მოხალისეთა ბატალიონ “დონბასის” მებრძოლმა განაცხადა, რომ “კრაკოვეცთან” ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამო მივიდა.
“ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მე შვებულებაში ვარ და მოვედი მხარი დავუჭირო სააკაშვილს. ის შეცვლის სიტუაციას ჩვენ ქვეყანაში”, – განაცხადა მან.
სამხედრო მოსამსახურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს უკრაინაში არ შეუშვებენ, აქტივისტები მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ. ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება გონს მოვა და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
“არავის აქვს უფლება ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართავს. დღეს სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას სხვა პასპორტი არ აქვს. თუ სურთ მოქალაქეობა ჩამოართვან, ეს უნდა მოხდეს სამართლებრივ სივრცეში – შემოუშვან უკრაინაში და სასამართლომ გადაწყვიტოს”, – განაცხადა მან.
“მე მხარს ვუჭერ მის რეფორმებს, წამოწყებებს, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კონსტიტუცია, კანონები მას უკრაინაში შემოსვლის უფლებას მისცემს. მას აქვს ამის უფლება”, – განაცხადა კიდევ ერთმა აქტივისტმა მაქსიმ დიაკმა.