spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის და იუმორისტ ონისე ცხადაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად მსახიობები შეიკრიბნენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯება.

არსებული ინფორმაციით, პროცესზე დასწრების უფლებას მხოლოდ ოჯახის წევრების ნაწილს აძლევენ, რის გამოც საქალაქოს დერეფანში ხმაურია. დაკავებულების ახლობლები სასამართლო დარბაზის შეცვლას ითხოვენ იმისთვის, რომ პროცესზე დასწრება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს. საქალაქო სასამართლოში ხალხმრავლობაა.

დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს და სხვა პირებს სისხლის სამართლის კოდექსის  225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი 4-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები