მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პატიმრის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა.
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, სერგეი კუხარჩუკის საქმის პირველი არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება.
მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.