spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აქციების დროს დაკავებული 11-ვე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასა და სასამართლოსგან გირაოს დაწესებას მოითხოვდნენ.

ამასთან, მათი განმარტებით, ბრალდებულები აქამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, რის გამოც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ვერ დადასტურდება.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები