spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში რჩება

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირი პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე აღნიშნული პირების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, თუმცა განაჩენი – პატიმრობა ძალაში დარჩა.

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000, 10 000, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ.

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ. გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები