spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აქციების დროს დაკავებული 8 პირის შემდეგი სასამართლო პროცესი 24 მარტს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული 8 აქტივისტის წინასასამართლო პროცესი დასრულდა, შემდეგი პროცესი კი 24 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები