spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები ცესკოს მიერ საბოლოო შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროტესტი არ შენელდება და არავინ შეეგუება ცესკოს გადაწყვეტილებას.

“ვაპროტესტებთ და გვეჯაჯგურებიან პოლიციელები, ქალს, კაცს, ბავშვს, არავის ინდობენ, ყველას დაათრევენ აქეთ-იქით. არ ვეგუებით ამ ყველაფერს, რაც მოხდა და არც შევეგუებით. ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთანაც გავაპროტესტეთ ეს ყოველივე და გავაპროტესტებთ ყველგან, აი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცესკომ დღეს შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” 53.93% მიიღო, მანდატების რაოდენობა 89.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები