spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები დიღმის მასივის გავლით დიდუბისკენ მსვლელობით მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს წინ პოლიტიკური ლიდერები მიუძღვებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “საქართველო, გაიღვიძე” .

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ოცნების” დემონტაჟი დაწყებულია.

“სასამართლო სისტემაში დაიწყო რეალურად ჩამოშლა, გამოჩნდნენ რეალურად პრინციპული ადამიანები და მათ ეშინიათ, რომ ეს სისტემა ხუხულასავით დაენგრევათ.

არაფერი არ გამოუვათ, ამათი დემონტაჟი დაწყებულია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ მსვლელობისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები