აქციის მონაწილეები ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.
სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს რეზინის ტყვიებს, წიწაკის სპრეის, აკავებენ აქციის მონაწილეებს, თუმცა შეკრებილები დაშლას არ აპირებენ და სკანდირებენ – “საქართველო”.
აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი მარჯვენა სანაპიროზეა შეკრებილი, სადაც მათ გზა აქვთ გადაკეტილი და აცხადებენ, რომ დაიშლებიან.