ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირებს მუშტებს და სხვადასხვა ნივთებს ურტყამენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას ხმაურით აპროტესტებენ და სკანდირებენ – “მონებო“.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ შეიკრიბნენ და ღამე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაათენეს.