spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან შეკრება ისევ დაიწყეს

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა შეკრება ისევ დაიწყეს. აქციის დაშლიდან რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას დღესვე გეგმავს.

 

პარლამენტთან ისმის შეძახილები – “მონებო”.

 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საზოგადოებას მოუწოდეს, შეიკრიბონ საკანონმდებლო ორგანოსთან, რათა “ქართულ ოცნებას” კანონპროექტის განხილვა არ დაუშვან.

 

მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებენ აქციის ორგანიზატორებიც. მათი თქმით, “ოცნების” გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათ აქციის დაშლის და ხუთშაბათს განახლება გადაწყვიტეს, როდესაც მმართველი პარტია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას გეგმავდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები