თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელის შეიარაღებული ძალები უპასუხებენ, ისრაელის სამხედროები ყველგან მიაღწევენ, – ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც “ჰამასი” ისრაელში შეიჭრა, მისი ქვეყანა კიდევ ექვს ფრონტზე იბრძვის იმ ომში, რომელიც ირანმა დაიწყო – საუბარია “ჰეზბოლაზე”, რომელიც უტევს ისრაელს ლიბანიდან, იემენის ჰუსიტებზე, ირანის შიიტურ გასამხედროებულ ძალებზე, რომლებიც მოქმედებენ სირიასა და ერაყში, ასევე “პალესტინელ ტერორისტებზე“ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და თავად ირანში.
“მე მაქვს გზავნილი ტირანებისთვის თეირანიდან – თუ თქვენ დაგვარტყამთ, ჩვენც დაგარტყამთ. ირანში არ არის ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება. და ეს ეხება მთელ ახლო აღმოსავლეთს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელის სამხედროები ტერორისტების წინააღმდეგ წარმოუდგენელი გამბედაობით და თავგანწირვით იბრძვიან.