spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს”

არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შინაარსიანი, თუმცა საკმაოდ რთული მოლაპარაკებები გაიმართა.

„შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკებები გვქონდა, რომელიც ხვალ გაგრძელდება. კონკრეტულად სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე, რომელიც მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს. გამომდინარე საკითხების სირთულიდან, პროცესი გრძელდება ხვალ, დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ.

განწყობებზეც არ მინდა გესაუბროთ. ჩვენ ვსაუბრობთ პაკეტის შეთანხმებაზე, ყველა საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს. მხარეების მონდომება თუ არსებობს, გადაულახავი სირთულე არ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები