spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“არ გაბედოთ მიცვალებულის შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთება, მხოლოდ გადადგომის განცხადება”

მედიამენეჯერები სპეციალურ განცხადებას აკეთებენ და მმართველ გუნდს სასწრაფოდ გადადგომისკენ მოუწოდებენ.

“ნახევარი საათი ველოდეთ “ქართულ ოცნებას”, რა თქმა უნდა, მოსახდენი მოხდა, არავითარი პასუხი, არავითარი შეხვედრა, ხელისუფლება, რომელსაც ეშინია საკუთარი ხალხის, ხელისუფლება, რომელსაც ეშინია მედიის, ხელისუფლება, რომელიც კლავს და პასუხსაც არ აგებს – უნდა წავიდეს! გამორციხულია, რომ რაიმე ალტერნატივა არსებობდეს ამის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მისივე თქმით, მედიამენეჯერები ახლა ელოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას. ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ გაბედონ მიცვალებულის ხსოვნის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადების გაკეთება.

“პირველი – არანაირი განმარტებები, გარდა გადადგომის განცხადებებისა არ მიიღება. მეორე – არ გაბედოთ და მიცვალებულს, რომელიც თქვენ მოკალით, რომელსაც უკვე მიაყენეთ შეურაცყოფა ცხედრის გაყვანით. არ გაბედოთ და თქვენი ბრიფინგით კიდევ შეურაცხყოფა რამე არ მიაყენოთ. გაფრთხილებთ, არ გაბედოთ ამ ადამიანის ხსოვნას არანაირი შეურაცხყოფა არ მიაყენოთ. მძიმედ დაამთავრებთ, ნუ იქცევით ისე, როგორც იქცევიან კაციჭამიები. თქვენ უკვე ხართ კაციჭამიები. ეცით პატივი მიცვალებულის ხსოვნას მაინც. მხოლოდ გადადგომის განცხადება: გადავდექით, წერტილი, მიტრიალდით და გადით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები