საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას სამომავლო პოლიტიკური გეგმები მისთვის უცნობია.
„ჩვენი მთავრობის დროს, რვა წლის განმავლობაში გიორგი გახარია იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, 8 წელი იყო მთავრობის წევრი. არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს. დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას, როგორ იტყვის და შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.