spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე ამ 6 დეპუტატის  გარდა დატოვებს უმრავლესობას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას პარტიას, იმ 6 დეპუტატის გარდა, რომლებმაც გუშინ "ქართული ოცნება" დატოვეს, მმართველი პარტიიდან კიდევ ვინმე შეუერთდება. 

"ეს ექვსი არიან ის ადამიანები, რომლებსაც პირადი ურთიერთობა გააჩნიათ გიორგი გახარიასთან და ამ პირადი ურთიერთობებით და პირადი ვალდებულებებით იყო განპირობებული მათი გასვლა, დანარჩენებზე საუბარი უსაფუძვლოა", – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

პარტიიდან სხვა დეპუტატების წასვლას არ ელოდება არც ნინო წილოსანი.

"არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე ამ 6 დეპუტატის  გარდა დატოვებს უმრავლესობას. არც კახა კალაძის, არც ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, თუ ნებისმიერი სხვა ლიდერის მომხრეს არ ველოდებით, რომ რაღაც მსგავსი ნაბიჯი გადადგან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არსებული შემადგენლობით, საპარლამენტო უმრავლესობაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი ვინმეს გუნდის წევრობა", – განაცხადა უმრავლეობის წევრმა ნინო წილოსანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას გუნდს "ქართული ოცნებიდან" კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუერთდება. გუშინ კი, მმართველი პარტია ექვსმა დეპუტატმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა​, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები