უკრაინის ხელისუფლებამ აღადგინა კონტაქტი მარიუპოლის დამცველებთან, რომლებიც ახლა აზოვსტალის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რუსი დამპყრობლები უკვე იმყოფებიან ქარხნის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.
“მეორე დღეა ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან”, – განაცხადა არახამიამ, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
“აზოვსტალში“ 2 მაისს, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის შემდეგ, რუსმა დამპყრობლებმა განაახლეს დაბომბვა არტილერიის, თვითმფრინავების, ტანკებისა და ხომალდების გამოყენებით;
უკვე 3 მაისს, დაბომბვის შემდეგ, დამპყრობლებმა დაიწყეს ქარხნის შტურმი. მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსის მიხაილ ვერშინინის თქმით, აზოვსტალზე თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ პოზიციებს იკავებენ;
დღეს, 4 მაისს, მარიუპოლის დამცველები ქალაქის მერს არ დაუკავშირდნენ.
“სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან კომუნიკაცია დაიკარგა. არანაირი კავშირი არ არის“, – განაცხადა დღეს მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.
რუსეთსა და უკრაინას შორის ომი სამოცდაათი დღეა, გრძელდება.