spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არახამია – ჩემი გამოსვლების 70% ეთმობა უკრაინას, 30% კი საქართველოს, მუდმივად ვეუბნები ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს

“ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა… ეს ივანიშვილის გამო ხდება”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიამ “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

 

მისივე თქმით, უკრაინას უნდა, რომ ხელი ჩაკიდოს საქართველოს და ერთად იარონ წინ. 

 

“ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა, რომელიც თავს იკავებს რატომღაც. თუკი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას შეხედავთ, ქართველი ხალხის უმეტესობას სურს ევროკავშირში. თუკი ეს არის ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, მან უნდა აღასრულოს ხალხის ნება. მაგრამ ისინი რატომღაც საწინააღმდეგოს აკეთებენ. ისინი პირიქით რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან. ჩემი აზრით, ეს ივანიშვილის გამო ხდება, რომელიც მართავს ყველაფერს. ის რუსეთიდანაა, გაზპრომის წილის მფლობელია. მგონია, რომ რუსებს მასზე გავლენის ბერკეტები აქვს. საქართველო დემოკრატიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ღირებული ხალხია, და რადგანაც ხალხს უნდა ევროკავშირისკენ სვლა ჩვენ ამ საკითხში უნდა დავეხმაროთ. 

 

უკრაინას ახლა აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა, ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ ხელი უნდა ჩავკიდოთ მოლდოვას და მეორეს მხრივ საქართველო და ერთად უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რადგან საქმე მარტო სტატუსის მიღებაშიც არ არის. ვიცით ბევრი ქვეყანა, რომელსაც სტატუსი უკვე 20 წელიწადია აქვს მაგრამ წინ ვერ მიდის და ეს დაუსრულებელი ამბავია. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ხელი ჩავკიდოთ საქართველოს და ერთად ვიაროთ წინ. 

 

ეს უნდა გავაკეთოთ ქართველი ხალხისთვის და არა საქართველოს მთავრობისთვის. სტრასბურგსა და ბრიუსელში ჩემი გამოსვლების 70% ეთმობა უკრაინას, 30% კი საქართველოს, მუდმივად ვეუბნები ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ახლა დიდი საფრთხეა, რომ კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეთ, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამაზე არ იდარდებს და მოხდება ის, რაც დაემართა ბელარუსს.

 

ლუკაშენკო ახლა რუსეთის ხელშია და კრემლი მას ეუბნება, ჩვენს გარდა არავინ გაღიარებსო. საქართველოშიც არის ამის რისკი, სწორედ ამიტომ, მე სულ ვეუბნები ჩვენს პრეზიდენტს, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივ სვლას ევროკავშირში”, – აცხადებს არახამია. 

 

მისი თქმით, 7-9 მარტის აქციები იმედის მომცემი იყო, რამაც საქართველოს მთავრობა იძულებული გახადა, ქართველი ხალხის ნებას დამორჩილებოდა. 

 

“საბედნიეროდ, თქვენ აღმოგაჩნდათ დემოკრატიის ძალიან კარგი მცველები, ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც დაიცვეს საქართველოს ევროპული მომავალი. მათი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, მათი გამოსვლები ძალიან იმედის მომცემი იყო. ხალხმა გააცნობიერა, რომ ეს რუსული კალკი იყო და ქუჩაში გამოვიდა. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ხალხის ნებას. ეს არის ის, როგორც მუშაობს დემოკრატია, ხალხი გამოდის ქუჩაში და არ აძლევს მთავრობას მათი ნებიდან გადახვევის საშუალებას. 

 

საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად კოალიციური ხელისუფლება მიიღოთ და არ იყოს ისევ ერთპარტიული პარლამენტი, რომ პორტფელები დანაწილებული იყოს, ოპოზიციას ჰქონდეს ძალოვანი უწყებები და ერთ ხელში არ იყოს ყველაფერი. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ძალიან ძნელია, როდესაც მთავრობა გისმენს და გითვალთვალებს ყველგან, იცის რას ელაპარაკები შენს დედას, შვილს, შენს ექიმს. „დიდი ძმა გიყურებს ყველგან“. ეს არ არის დემოკრატია”, – განაცხადა არახამიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები