spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არახამია – ღარიბაშვილი მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას

თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას მმართველი ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია წერს.

 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

 

თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. 

 

რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა”, – წერს არახამია.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები