საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებების საპასუხოდ, უკრაინელმა დეპუტატმა დავით არახამიამ ქართველი ხალხისადმი მიმართვა ჩაწერა, რომელშიც აცხადებს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
“ჯერ ერთი, მე არ ვყოფილვარ ევროპაში, მეორეც, აშშ-ში სპეციალურად ვიყავი დაკავებული იმ კონცეფციის დასაბუთებით, რომ ბატონი ივანიშვილი, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლება ჰყავს, აფერხებს ქართველ ხალხს, ვისაც ევროპაში ყოფნა სურს. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის მეგობარი! მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, უკრაინა და მისი ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
გთხოვთ, ყურადღება არ მიაქციოთ პრემიერის ფეიკებს, რომელიც ოლიგარქის ბრძანებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს“, – განაცხადა არახამიამ.