უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია აცხადებს, რომ რუსული კომპანიები დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლიან, ამისთვის კი ქართულ კომპანიებს იყენებენ.
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, არახამია ვაშინგტონს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რომ “სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დაიხუროს”.
მისივე თქმით, რუსეთი ინტენსიურად იყენებს “ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, ქართულ კომპანიებს და ა.შ”, რათა დასავლეთის სანქციების რეჟიმს გვერდი აუაროს.
“თუ შენ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხან ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას”, – განაცხადა არახამიამ არახამიამ ვაშინგტონში, მარშალის ფონდის ღონისძიებაზე.