უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია კანდიდატს სტატუსს ულოცავს.
“ისტორიული დღეა – უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა, საქართველო კი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს, რომელმაც ეს დაიმსახურა უკომპრომისო და მრავალწლიანი ბრძოლით თავისუფლებისთვის.
მთავარი გამარჯვებები წინ არის!”, – წერს არახამია.