არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პროტესტის 8 მონაწილის საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული და ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო.
“პროტესტის 8 მონაწილის – ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის წინააღმდეგ ე.წ. „ჯგუფური ძალადობის” მოტივით მიმდინარე საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული.
ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების – განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ.
სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა ან ხელმძღვანელობაში, რისთვისაც მათ სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, დანარჩენ 5 ბრალდებულს – თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს და ირაკლი მიმინოშვილს პროკურატურა ბრალს დებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-იდან 6 წლამდე.
საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს. ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის მთავარ მტკიცებულებებად გამოყენებულია აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტპორტალებიდან არის ჩამოტვირთული”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათი ინფორმაციით, ბრალდებულების წინააღმდეგ შეკერილი საქმეების მონაწილეები კი არიან
მოსამართლეები:
თეონა ეპიტაშვილი
არსენ კალატოზიშვილი
ნანა შამათავა
თამარ მჭედლიშვილი
ირაკლი ხუსკივაძე
ლელა მარიდაშვილი
თამარ მახარობლიძე
დავით კურტანიძე
პროკურორები
შმაგი გობეჯიშვილი
ნუგზარ ჭიტაძე
ვაჟა თოდუა
ვახტანგ ცალუღელაშვილი
გიორგი მუკბანიანი
შსს-ს თანამშრომლები
არსენ ხუნაშვილი
დავით ქებურია
დავით ქურდოვანიძე
გიორგი ჯიქია
მალხაზ შაშვიაშილი
შალვა ჯახუა
ლევან ბასილაძე
გიორგი მაჭარაშვილი
გენადი იოსებაშვილი
ლევან ნიჟარაძე
დავით ქიტიაშვილი
ნიკა აბაკელია
ზურაბ ჯღარკავა
მიხეილ მჭედლიშვილი
გელა გულორდავა
ივანე ფირესაშვილი
ერეკლე მეტრეველი
კონსტანტინე კერესელიძე
ნანა ჯინჯიხაძე
გიორგი მხეიძე
ლაშა გერლიანი
გიორგი მოლაშხია
ვალერიან თაბუკაშვილი
ზვიად გოშაძე
ბაქარ გლუნჩაძე
ვახტანგ დაბრუნდაშვილი
ეკა ზაალიშვილი
ირაკლი გველესიანი.