spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“არავინ აპირებს ჩაბარებას” – პრიგოჟინი პუტინს პასუხობს

“ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს.

 

“პრეზიდენტი ღრმად შეცდა სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით – “ვაგნერის” ყველა მებრძოლი და არავინ აპირებს  ჩაბარებას FSB-ის მოთხოვნით, პრეზიდენტის ან ვინმე სხვის, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანა კორუფციაში, სიცრუესა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

 

პრიგოჟინის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსი ჩინოვნიკები განაგრძობდნენ ფულის მოპარვას და დაზოგვას “იმ შემთხვევისთვის, რომელიც დღეს მოხდა, როცა ვინმე მოსკოვში მიდის“.

 

“ახლა არაფერს ზოგავენ, თვითმფრინავებით და შვეულმფრენებით ურტყამს კოლონებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დადის. ჩვენ ვართ პატრიოტები და ვინც დღეს გვეწინააღმდეგება, არიან ისინი,  ვინც ნაძირალების ირგვლივ შეიკრიბა“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

 

ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერს” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტმა პიკს მიაღწია. პრიგოჟინმა რუსი სამხედროები ვაგნერელთა უკანა პოზიციებზე დარტყმაში დაადანაშაულა, რასაც უამრავი დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა. ამის შემდეგ დაქირავებულთა ხელმძღვანელმა “მოსკოვისკენ წასვლა“ გამოაცხადა.

 

ჯერჯერობით ცნობილია, რომ დაქირავებულებმა უკვე დაიკავეს როსტოვი. მედია წერს ვორონეჟის შესახებაც.

 

პრიგოჟინის თქმით, “ვაგნერელები” მოსკოვში წავლენ იქამდე, ვიდრე თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს მათ არ გადასცემენ.

 

“ვაგნერის” აჯანყებას გამოეხმაურა პუტინი, ისინი რუსეთის ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა და ტრადიციულად პირობა დადო, რომ “დაიცავს რუსეთს და ყველა პასუხს აგებს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები