spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არჩილ ჩოფიკაშვილი – დადასტურდა, რომ საქართველომ აფგან მუხთარლის მიმართ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება

დღევანდელი გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ საქართველომ აფგან მუხთარლის მიმართ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება. 10 ათასი ევრო დაეკისრა საქართველოს და 6 ათასი ევრო აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ორივეს ერთად კი 5 ათასი ევრო იურიდიული ხარჯებისათვის, – ამის შესახებ “უფლებები საქართველოს” იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აფგან მუხთარლის მიმართ ევროსასამართლომ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.

“დღევანდელი გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ საქართველომ ამ ადამიანის მიმართ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება, ეფექტურად არ გამოიძია მისი გატაცების და აზერბაიჯანში გადაყვანის საქმე, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვა და კონვენციის მე-5 მუხლი. ჩვენ ყოველ ჯერზე ვაცხადებდით, რომ სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს, არა იმისათვის, რომ საქმე ყოფილიყო გამოძიებული, არამედ აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო გამოძიების იმიტაცია, რაც საბოლოოდ დაადასტურა ევრო სასამართლოს გადაწყვეტილებამ.

ასევე, ევროსასამართლომ აზერბაიჯანს დაუდგინა, რომ დარღვეული აქვს გამცხადებლის მიმართ კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლი, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხელობას გულისხმობს.

10 ათასი ევრო დაეკისრა საქართველოს და 6 ათასი ევრო აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ორივეს ერთად კი 5 ათასი ევრო იურიდიული ხარჯებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, ამ 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ დაადგინა მომჩივანმა უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი ან შესაძლებელი იყო თუ არა ამის გაკეთება აღნიშნულ ტერიტორიაზე.

საერთო ძალისხმევით მოვედით დღევანდელ დღემდე, როდესაც ევრო სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ. 2022 წელს მუხთარლიმ საქართველოს პროკურატურას ჩვენება მისცა, სადაც აცხადებდა, რომ აზერბაიჯანმა მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლებას 3 მილიონი გადაუხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები