სწორად აქვთ წუხილი, რომ ასეთ გრანტებს ვეღარ მიიღებენ. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ისეთი გრანტის ჩარიცხვა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია, მოხმარდება ქართველ ხალხს და არა რევოლუციის მოწყობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
“ძალიან კარგი ქართული ანდაზა არსებობს, “ქურდს ქუდი ეწვისო”, ჩვენ დავაინიიცირეთ კანონპროექტი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ორგანიზაციებს სთხოვს და ავალდებულებს, რომ გრანტებს თუ მიიღებენ, მთავრობისგან აიღოს თანხმობა და მაშინვე გამოჩნდნენ ეს ადამიანები და მაშინვე თქვეს, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ მიიღებენ გრანტებსო და შეგვიძლია დავუდასტუროთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გრანტები ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება მიღებული. ამ ადამიანებს სწორად აქვთ წუხილი, იციან რომ მთელი მათი დაარსების მომენტიდან, მთელი მათი საქმიანობა არის მიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოშალონ, მათ შორის ქალბატონი ლორა თორტონის განცხადებების შესაბამისად იმოქმედონ, ჩამოშალონ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა, გააუარესონ სოციალური მდგომარეობა, რათა სწორედ ამით არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოიყვანონ, სხვა გზა ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ. მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში სისხლიანი რევოლუცია. ამ ყველაფერში იხარჯებოდა და ხარჯავდნენ ეს ორგანიზაციები თანხებს და ახლა რა თქმა უნდა, სწორად აქვთ წუხილი, რომ ასეთ გრანტებს ვეღარ მიიღებენ. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ისეთი გრანტის ჩარიცხვა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია და ქართველ ხალხს მოხმარდება და არა რევოლუციის მოწყობას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.