ბრიუსელი: ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, ორი კვირის განმავლობაში გადასცენ. ამის შესახებ Front News-ს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ განუცხადა.
“ჩვენ ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების აღკვეთისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ურთიერთობს. ეს სიტუაცია განიხილებოდა. სამხრეთ ოსეთის პოზიცია ასეთია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი აუცილებლად დაუბრუნებდა ოჯახს საქართველოში, მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება”, – განაცხადა გასიევამ.
მისივე თქმით, მის ხელთ არსებული ექსპერტებისგან მიღებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, ორი კვირის განმავლობაში გადაეცეს.
“უფრო კონკრეტულად თქმა არ შემიძლია, ეს შეიძლება ორი კვირის განმავლობაში მოხდეს”, – აღნიშნა მან.
რაც შეეხებათ ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, გასიევას თქმით, ისინი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს, სახლში იმყოფებიან და მათ გადაადგილებაში ხელს არავინ უშლით.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 23 თებერვალს მოკლეს.