ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომელთაც პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.
ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ, ჰააგა არის უკვე მეორე საერთაშორისო ინსტანცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარმატებით წარდგენა და თავისი სიმართლის დამტკიცებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, მინდა, მთავრობას და იმ იურისტებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც საქართველოს დასაცავად იყვნენ ჩართულნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.