საქართველო მომავალშიც იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობის მხარდამჭერი და იმედი მაქვს, რომ ეს იყო დაუდევრობა ევროპის საბჭოს მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “იმედის კვირას“ უკრაინული მხრიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ევროპული საბჭოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობაზე განაცხადა.
“ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დამრღვევი პირი, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული, მონაწილეობს ევროპის საბჭოს ფორმატში, რაიმე ტიპის შეხვედრაში, მით უმეტეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ჩრდილს აყენებს იმ ღირებულებებს, რისი გარანტორიც ევროპის საბჭო გახლავთ ევროპაში.
რასაკვირველია, ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ეს ვერ შეასუსტებს. საქართველო მომავალშიც იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობის მხარდამჭერი და იმედი მაქვს, რომ ეს იყო დაუდევრობა ევროპის საბჭოს მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თუ რა იყო, ამას დამატებითი საუბარი არც სჭირდება. ისედაც ცხადია, რომ ყველაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დაზიანდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.