spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არჩილ თალაკვაძე – ჟურნალისტი შევარდა პარტერში, მინისტრზე არაეთიკური ფორმებით მიიტანა აგრესია და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა ქალბატონ თეას ის რეაქცია

თეა წულუკიანს აქვს გუნდის და ჩემი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველა საუკეთესო წამოწყებაში. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რასაც ასევე ტენდენციურად აშუქებდა ეს ორი პროპაგანდისტული კომპანია, სინამდვილეში ეს იყო კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა და ისინი მოვალეები იყვნენ მთლიანად გაეშუქებინათ რა იმ დღეს მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

“მე გეტყვით რა ინფორმაცია მაქვს, როდესაც თეატრის გახსნა მიმდინარეობდა, მინისტრი მედიასთან იმყოფებოდა და აბსოლუტურად ღიად პასუხობდა ყველა შეკითხვას. შესაბამისად მედიას ჰქონდა საშუალება დაესვა ყველა შეკითხვა და მიეღო პასუხები, რომლისთვისაც მინისტრი მზად იყო. როდესაც მორჩა მედიასთან ბრიფინგი, ამის შემდეგ მინისტრი და სტუმრები შევიდნენ დარბაზში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი შევარდა პარტერში და კონკრეტულად მინისტრზე არაეთიკური ფორმებით მიიტანა აგრესია და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა ქალბატონ თეას ის რეაქცია რაც დავინახეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

22 ივლისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

 

“მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 23 ივლისს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები