spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არესტოვიჩი – არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანს საჩვენებლად ანადგურებდნენ ციხეში

არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი რამ ხდებოდეს და ადამიანს საჩვენებლად ანადგურებდნენ ციხეში, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინის გადაცემაში განაცხადა. 

 

მარკ ფეიგინი და ოლექსეი არესტოვიჩი მსოფლიოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

 

“ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია ადამიანის გადარჩენაზე და ელემენტარულ ადამიანის უფლებებზე, რომ სამართლიანმა სასამართლომ განსაჯოს. როცა ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოწამვლის შესახებ, არ შეიძლება ასეთი სასამართლო მიიჩნეოდეს სამართლიანად.

 

თქვენ გამოხვალთ არა პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ გამოდიხართ ადამიანისთვის, რომელსაც საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში. არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი რამ ხდებოდეს და ადამიანს საჩვენებლად ანადგურებდნენ ციხეში, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

 

არესტოვიჩი და ფეიგინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები