spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არესტოვიჩი – მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან

მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისივე თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არ უნდა, მისი ეშინიათ, მიაჩნიათ თავიანთ მტრად. 

 

“მიხეილ სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა. მისი გაკრიტიკება უწყვეტად შეიძლება, შეიძლება უწყვეტად აღფრთოვანებაც და ორივე შემთხვევაში საფუძველი არსებობს. ახლა ჩნდება კითხვა: ასეთ ფიგურას რა უნდა გაუკეთო? ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. ახლა ის ციხეშია. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მერე იტყვიან: ასე მოხდაო, ასაკია, სიბერეა, ავადმყოფობა, ნერვები, თვითონ მიიყვანა თავი ამ მდგომარეობამდე. იმის დამტკიცება, რომ “მოვკალით”, სამედიცინო დახმარება არ გავუწიეთ, ძალიან რთულია. 

 

სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის. არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია. 

 

თუ ის ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინოს. ამ ლაქას ვერასდროს მოიშორებენ”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები